„მუსიკა დრამატულ თეატრში - პერ გიუნტი“ - წყალტუბოს N1 სკოლის V კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
10-03-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლეებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას შესაქცევი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით ცდილობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, V (დამრიგებელი მ წულაია) კლასში ჩატარებული მუსიკის გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ქეთევან რატიანი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა გახლდათ -  „მუსიკა დრამატულ თეატრში - პერ გიუნტი“.

პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და აქტივობები შესთავაზა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საინტერესო აღმოჩნდა შესწავლილი მუსიკის გამომსახველი ხერხებით, მუსიკალური ტონალობებისა და რიტმების გახსენებით პერ გიუნტის შემოქმედების გაცნობა და მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტების სიუჟეტების ამოცნობა. მოსწავლეები მუსიკალური მტკიცებულებებით ლამაზად ასიტყვებდნენ თითოეული ფრაგმენტის შესაბამის ეპიზოდებს.

წარმატებული გაკვეთილის ამაღლებული განწყობა დადებითად მოქმედებდა აუდიტორიაზე.

„შესამჩნევია, მუსიკალურ შემოქმედებასთან თანაზიარ მოსწავლეებში თანდათანობით ყალიბდება, ვითარდება და იხვეწება მუსიკალური გემოვნება.

პროფესიული ოსტატობა ამკობს ქეთევან მასწავლებელს და რაოდენ გასახარია, რომ ეს იგრძნობა მოსწავლეთა სწავლების ხარისხშიც. ვიხილეთ საოცრად მოტივირებული მოსწავლეები საკითხის გააზრებული კარგი ცოდნის ტრანსფერით“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203