აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საინტერესოდ აღინიშნა
10-03-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში სხვადსხვა კლასის მოსწავლეები, აქტიურად და დიდი სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი.

„დედისგან გვესმის პირველი სიტყვა, ტკბილი იავნანა. დედა ღმერთია“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მესამე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ირმა საჯაიასთან ერთად დედებს, დედის დღე მიულოცეს.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეშა თაკალანძესთან ერთად შთამბეჭდავი პოსტერი დაამზადეს.

ხოლო უფროსი კლასის მოსწავლეებმა: არჩილ ქირიამ, იაკობ კუპრავამ, თაზო საბულუამ, ნია ფეტელავამ, ლევანი შონიამ და გენადი ჯიტავამ, ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, ნახატებით მიულოცეს.

„დედა - ჩვენი პირველი მასწავლებელი და ბრძენი მეგზურია მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე... მადლობა თითოეულ მონაწილეს და მასწავლებელს!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203