გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლე - გაბრიელ დორეული მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
10-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადაში მონდომებით მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ.

მის მაგალითია, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე გაბრიელ დორეული, რომელიც მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ საშემოდგომო სეზონის „ოქროს ათეულში“ მოხვდა.

მეორეკლასელი მიღწეული წარმატებისთვის სიგელით დაჯილდოვდა.

მოსწავლის მათემატიკის მასწავლებელი მაია ფეიქრიშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოლიმპიადები მოსწავლეთა ცოდნას, ნიჭს, უნარებს შესანიშნავად წარმოაჩენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203