ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელს უმასპინძლეს
10-03-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრში მორიგი საქმიანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება დაიგეგმა.
6 მარტს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრს საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი, მწერალი ლაშა გვასალია ესტუმრა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა სამომავლო გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის ფორმები.
როგორც, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში აცხადებენ, ლაშა გვასალიამ გამოთქვა სურვილი, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დაინტერესებული პირებისთვის რუბრიკით - „საუბრები ლიტერატურაზე“ (ქართული და მსოფლიო კულტურის კონტექსტში) ლექციები წარმართოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს