
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხაინ სწავლებას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად 25 თებერვალს სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს. 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი და პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.
შეხვედრას, პედაგოგი ეკატერინე ღუღუნიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეები იცნობდნენ საქართველოს ისტორიას, რადგან ამ ქვეყნის მომავალს სწორედ ახალი თაობა წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები: