
ბათუმის N9 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თანადგომა გამოუცხადეს.
დახმარების მიზნით, სკოლამ 6 მარტს მოსწავლეთა ჩართულობით, თურქეთის საკონსულოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელიც უახლოეს მომავალში დაზარალებულ ოჯახებში გაიგზავნება.
„ჩვენი სკოლა სოლიდარობას უცხადებს მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავს აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა მათ ცნობიერებას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: