„რა ვიცით ჩრდილების თეატრის შესახებ“  -  ჭოგნარის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა შემოქმედებითი გაკვეთილი
09-03-2023
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, V კლასის მოსწავლეებს, მუსიკაში თემაზე - „რა ვიცით ჩრდილების თეატრის შესახებ“ შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

სასწავლო პროცესს მუსიკის მასწავლებელი ქეთევან მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეხუთეკლასელებმა გაკვეთილზე ჩრდილების თეატრი დამოუკიდებლად დადგეს და მუსიკალურად გააფორმეს. მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს.

გაკვეთილი სახალისო და საინტერესო იყო. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და შესაძლებლობებს უვითარებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203