უბისის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს
09-03-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო.
ამჯერად, მის ფარგლებში, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევრებით საკუთარი გრძნობები გადმოსცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი თითოეული მოსწავლისთვის განსაკუთრებულია. ამიტომაც ყველანაირად ეცადნენ, სათქმელი მკაფიოდ გადმოეცათ.
სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
„დიდი სიყვარულით გილოცავთ ყველა დედას დედის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.