
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყვეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა, საგაზაფხულო თემატიკით გაფორმებულ საკლასო ოთახში, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული ღონისძიება დადგეს.
ბავშვებმა ასევე როლური წარმოდგენები გაათამაშეს და ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს.
ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეებმა თავიანთი, საინტერესო დიზაინით შექმნილი მისალოცი ბარათები, საჩუქრად მასწავლებელს გადასცეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და სიხარულით აღსავსე იყო.
იხილეთ ფოტოები: