მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობის - „უკანასკნელი ფოთოლი“ მიხედვით, სპექტაკლი დადგეს
09-03-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში საბაზო განათლების პროგრამით შექმნილი მკითხველთა კლუბი - „ასფურცელა“ მუშაობას საინტერესოდ განაგრძობს.

ამჯერად, კლუბის წევრებმა მსახიობების როლები შესანიშნავად მოირგეს და ო ჰენრის მოთხრობა - „უკანასკნელი ფოთოლი“ სპექტაკლად დადგეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ჩემო საუკეთესოებო, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, დიდ მადლობას გიხდით თქვენი როლების გათავისებისთვის, გაწეული შრომისთვისა და ჩემს გვერდით დგომისთვის! დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი დღეები გვექნება!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და შემოქმედებით უნარებს აუმჯობესებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203