მუხურჩისა და ვედიდკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთნენ
09-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩისა და სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, X, XI კლასის მოსწავლეები „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამაში - „იყავი მეწარმე“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და მის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზდების სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.
 
პროექტი - „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ The Coca-Cola Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203