სენაკის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის ორი დღესასწაული - 3 და 8 მარტი მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მე-3 კლასის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
მოსწავლეებმა ასევე დედის მისალოცი მრავალფეროვანი ბარათები, თემატური ჩანახატები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც დედების მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატეს. ღონისძიების დასასრულს მათ დედებს ყვავილები გადასცეს და გაახარეს.
„მიილია ცივი, სევდიანი, ცადაღრუბლული ზამთარი - გაგვიღიმა კეკლუცმა, ჭირვეულმა მარტმა, შემოგვანათა მორცხვი იებით, ენძელებითა და ნარცისებით, კრიალა ზეცით, გასასკდომად დაბერილი კვირტებით... შემოსვლისთანავე ორ ულამაზეს დღესასწაულს მოგვაბარებს: 3 მარტს - დედის დღეს, 8 მარტს - ქალთა დღეს. დედა ...ქალი... - სამყაროს იტევს ეს ორი სიტყვა... აურაცხელ თაყვანისცემას, ხოტბას, სიყვარულსა და სასოებას“, - ახარებთ გაზაფხულის და მისი ლამაზი დღესასწაულების დადგომა სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება და სტუმრები მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა და ნამუშევრებმა აღაფრთოვანა. მესამეკლასელებმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„დიდხანს, დიდხანს ემახსოვრება ბავშვებს და მათ მშობლება ეს ულამაზესი დღე. ბავშვობიდან გაყოლილი ეს სითბო კი ტკბილ მოგონებად გაჰყვებათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებამ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა და მათი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს