მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სარვამარტო ღონისძიება
09-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის და ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

სარვამარტო ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს, მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და ასე მიულოცეს დედებს 3 და 8 მარტი.

ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიება შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შემოქმედებით უანრებს უვითარებს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203