დედის დღისადმი მიძღვნილი მორიგი წარმტაცი ღონისძიება გეჯეთის საჯარო სკოლაში
10-03-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში, დედის დღე გრანდიოზულად და ორიგინალურად აღინიშნა.

სკოლის მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეები, მაყურებლის წინაშე განსხვავებული და შთამბეჭდავი პროგრამით წარდგნენ.

ბავშვებმა, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სასცენო წარმოდგენები და დედის დღე დამსწრე საზოგადოებას ემოციური მიმართვებით მიულოცეს.   

ღონისძიებას, ქართული ენის მასწავლებელი მარიამ ბესიაშვილი და სკოლის დირექტორი ანზორ შარტავა ხელმძღვანელობდნენ.

ხოლო ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე, მუსიკის მასწავლებელი ქეთევან ფულარია ზრუნავდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი, რის გამო დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203