ვერნების საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნია სურმანიძე კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
09-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის 2020-2021 წლის კურსდამთავრებულ ნია სურმანიძეს კუთვნილი ოქროს მედალი და სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ნია სურმანიძე ნიჭიერი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლე იყო. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203