
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში ღონისძიება კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა, სადაც ბავშვებმა სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შესანიშნავად წარმოადგინეს. მათ ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: