ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
09-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს დედის დღე საინტერესო აქტივობებით გაულამაზეს.

მოსწავლეებმა, ეს დღე პედაგოგებს ლექსებითა და შთამბეჭდავი სასცენო დადგმებით მიულოცეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ პატარებმა თავიანთი დიზაინით მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს.

დღესასწაულის აღნიშვნას მეათე კლასიც შეუერთდა და ლიანა ჯაიანისა და დალია დუმბაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია წარუდგინა.

მოსწავლეებისთვის ამ დღის აღნიშვნა და ემოციების გაზიარება ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო, ხოლო დამსწრე საზოგადოება მოხიბლული და გახარებული დარჩა მოსწავლეთა წარმოდგენებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203