დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება აზავრეთის საჯარო სკოლაში
09-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში, დედის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა, სასკოლო სივრცეში დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო წარმოდგენა მოაწყვეს.

ბავშვებმა, მუსიკალური და საცეკვაო ელემენტებით გაჯერებული ნომრები შეასრულეს, დიდი მონდომებით წაიკითხეს ლექსები.

ბოლოს კი - დამსწრე საზოგაოებას, დღესასწაული ემოციური სიტყვით მიულოცეს. 

სკოლაში მოსწავლეების სურვილებს მორგებული აქტივობები აქტიურად ტარდება, რადგან გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვებს საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობა და ამაღლებული განწყობა ჰქონდეთ. სწორედ ეს განაპირობებს, სასწავლო პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203