
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებელმა, თამილა ირემაშვილმა მეხუთეკლასელებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა.
დავალების - „ჩემი პირადი სივრცე“ თემა გახლდათ - ფართობი.
მოსწავლეებმა გაზომეს თავიანთი ოთახისა და ოთახში მოთავსებული ავეჯის ფართობები, აგრეთვე გამოთვალეს ეზოს პერიმეტრი და დაანაწილეს სხვადასხვა ფართობის ნაკვეთებად ყვავილნარისთვის, ბოსტნეულისთვის და ა.შ
„მოსწავლეებმა მოახდინეს მიღებული ცოდნის ტრანსფერი, გააკეთეს ნამუშევრის პრეზენტაცია... მადლობა თამილა მასწავლებელს საინტერესო, ცხოვრებისეული კომპლექსური დავალებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: