
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება - „8 მარტი“, მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ხოლო ზეიმს ორგანიზება, დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა გაუწიეს.
პატარებმა ხალისით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული წარმოდგენები დადგეს და ბოლოს ემოციური მისალოცი სიტყვებიც წარმოთქვეს.
ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისათვის.
იხილეთ ფოტოები: