გეჯეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
09-03-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამორჩეული დღესასწაული - დედის დღე აღნიშნეს. 

მათ კლასის დამრიგებლის, ჟანა მირცხულავას ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელმა - ქეთევან ფულარიამ გააფორმა. 

მეოთხეკლასელებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ნომერი წარადგინეს. მათ მშობლებს მისალოცი ბარათები დაურიგეს და ბოლოს, მათთან ერთად იცეკვეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოც შესაბამისად - საზეიმოდ იყო მორთული, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203