ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედები, ბებიები და მასწავლებლები ნახატებით დაასაჩუქრეს
09-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები აღნიშნეს. 

მათ სკოლაში ღონისძიება მოაწყვეს - წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და სიტყვით გამოვიდნენ. მოსწავლეებმა მშობლების, პედაგოგებისა და ბებიების მიმართ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. 

ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბოლოს, მშობლები, ბებიები და მასწავლებლები მოსწავლეებმა ნახატებით დაასაჩუქრეს. აღნიშნული ნახატები მათ და ხელოვნების მასწავლებლმა ირინა სამაკაშვილმა შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203