ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარვამარტო ღონისძიება გამართეს
09-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ. 

მათი ყურადღების მიღმა არც 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე აღმოჩენილა. სკოლაში ამ თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ყველა მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მასწავლებლები და სკოლის დირექტორი მიიწვიეს. ნანახმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. საბოლოოდ კი, აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა. 

სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს ყველას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203