მუხრანას საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საინტერესოდ აღინიშნა
09-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღინიშნა.
სკოლის პედაგოგებს 8 მარტი და დედის დღე ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პროფკავშირის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გარდა ამისა, დედის დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა აქტივობა - „დედა სიცოცხლის საწყისი“ განახორციელეს. მათ ამით დღესასწაული მშობლებს მიულოცეს. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, გრძნობები გადმოსცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.