მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებისა და მშობლების ინიციატივითა და დირექციის დახმარებით, ნერგები შეიძინეს. შემდეგ კი მცენარეები თითოეულმა კლასმა, საკუთარი ხელით, ეზოში - სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დარგო.
აღსანიშნავია, რომ აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, რადგან ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებაა, რათა მათ გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: