მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები მშობლებსა და მასწავლებლებს ღონისძიებით მიულოცეს
09-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები მშობლებსა და მასწავლებლებს საზეიმო ვითარებაში მიულოცეს.
ღონისძიება ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, იაგულ აბულაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მასში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. ღონისძიება მრავალფეროვანი იყო, თითოეულმა აქტივობამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და მათ საზეიმო განწყობა შეუქმნა.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება მშობელთა ჩართულობამ მეტად გაალამაზა.
„თოთოეულ მათ სიტყვაში დიდი სითბო და სიყვარული გადმოიცემოდა. გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები ყოფილიყავით ძვირფასო ქალბატონებო, ყოველი დღე გეამაყოთ საკუთარი თავითა და საყვარელი ადამიანების მზრუნველი მზერით. დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობას გისურვებთ. მე ამაყი ვარ ჩემი აღსაზრდელებით“,- წერს ქათული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს