ნინოწმინდის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ინგლისურ ენაზე გამართეს
09-03-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა 8 მარტთან დაკავშირებით ღონისძიება ინგლისურ ენაზე გამართეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს, დედებს, ბებიებსა და დებს დღესასწაული გულწრფელი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.

ემოციური და ამაღელვებელი ღონისძიება საინტერესოდ წარიმათა. მოსწავლეებმა როგორც შემოქმედებითი ნიჭი და უნარები, ისე ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203