ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი წივილაშვილმა კრივში, თბილისის ღია პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
09-03-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ, გიორგი წივილაშვილი კრივში, თბილისის ღია პირველობააზე პირველი ადგილი მფლობელი გახდა.

შეხვედრა თბილისში, კრივის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.

კონკურსში 2005-დან 2013-წლამდე დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, სწორედ ამიტომ სკოლა აქტიურად ერთვება სხვადსხვა სახის სპორტულ ღონისძიებაში.

„ვამაყობთ და ვულოცავთ გიორგის დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას, რომ მისი მიღწევები სამაგალითო იყოს იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დაშორებულნი არიან სპორტიულ ცხოვრებასა და აქტივობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203