
მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა სახალისო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, სახელწოდებით - „ჩვენ ვართ არქეოლოგები“.
მოსწავლეებმა, ფერადი ფურცლებითა და ფანქრებით, თემასთან დაკავშირებული საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.
სახალისო, ბავშვებისთვის სასურველი ფორმატისა და თემატიკის აქტივობები, ზრდის მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას და მეტად მოტივირებულები ხდებიან.
აღნიშნული სახალისო გაკვეთილიც, მოსწავლეებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: