
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ქალთა საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიებას, მასწავლებელი ჟანნა ბახჩაგულიანი ხელმძღვანელობდა.
ბავშვებმა ღონისძიებაზე მშობლები და მასწავლებლები მოიწვიეს და ეს დღე, შთამბეჭდავი წარმოდგენით გაულამაზეს, რომელიც ორიგინალური ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით იყო გაჯერებული.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა განწყობის გაუმჯობესებასა და მათთვის საინტერესო აქტივობების დაგემვა-განხორციელებას.
ღონისძიებაც სწორედ მოსწავლეთა ემოციების გაზიარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ემსახურებოდა.
სკოლა ქალბატონებს დიდი სიყვარულით ულოცავს 8 მარტს და ბედნიერებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: