ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საგაზაფხულო ღონისძიება
09-03-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის შეობრძანება და დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრამ, ლანა კაკაჩიას, თამილა ჭაჭუასა და თამუნა სამუშიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება სახელწოდებით - „დედის დღე და გაზაფხული, ერთად მოგვილოცნია“ ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, სადაც ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარების წარმოჩენისა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203