ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-7 კლასში დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
09-03-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე მეშვიდეკლასელებმა ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, იმღერეს, იცეკევს. გარდა ამისა, ისინი თემატურ, სახალისო თამაშებში ჩაერთნენ, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სკოლაში გამართული მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიების ხელმძღვანელი მე-7 კლასის დამრიგებელი მარიკა ჩხაპელია იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. მოსწავლეებმა და სტუმრებმა ყვავილებით, საჩუქრებითა და სიგელებით დაიმახსოვრეს ეს დღე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უანრებს ავითარებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203