მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 8 მარტთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
09-03-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა.

8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს. სკოლის გუნდმა (ხელმძღვანელი ავლინა ჯამბურიძე) ხალხური სიმღერები შესანიშნავად შეასრულა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„სკოლა ყველა ქალბატონს ულოცავს 8 მარტს და გაზაფხულის დადგომას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეების ხედვასა და შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203