მრავალფეროვანი საგაზაფხულო ღონისძიება მარაბდის საჯარო სკოლაში
09-03-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგაზაფხულო ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებაში I-დან V კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე პატარებმა წარმოთქვეს მისალოცი სიტყვები, შეასრულეს სიმღერები და თეატრალური წარმოდგენები დადგეს.

ღონისძიების ბოლოს კი დედებსა და მასწავლებლებს ქალთა და დედის დღეები მიულოცეს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.  

ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა სასკოლო სივრცე ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით გააფორმეს და შთამბეჭდავი გამოსვლებით დამსწრე საზოგადოების განწყობაზე იზრუნეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203