
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თხოვნით სოფლის მიდამოებში ლაშქრობა მოეწყო.
ლაშქრობისას ბავშვებმა, უამრავი ია და ყოჩივარდა შეაგროვეს და ულამაზესი თაიგულები შეკრეს.
მოსწავლეებმა დედის დღე მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს და მათივე დაკრეფილი ყვავილები, საჩუქრად დედებს მიართვეს.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ისეთი აქტივობების დაგეგმვას, რომლებიც მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და გააქტიურებას უწყობს ხელს.
გასვლითი აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: