ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც საგნობრივ, ისე ინტელექტუალურ კონკურსებში წარმატებას აღწევენ
09-03-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტირუად მონაწილეობენ და ღირსეული მიღწევებიც აქვთ.

მოსწავლეებმა წარმატებებს მიაღწიეს „კიგსის“ 2022 წლის შემოდგომის სეზონის ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ლიგაში. აგრეთვე, გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებითა და დიპლომებით.

ასევე, მოსწავლეთა წარმატებაში შეტანილი წვლილისა და 2022 წლის შემოდგომის სეზონზე პროექტ „ტვინების ბრძოლის“ მხარდაჭერისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მასწავლებლები - მერი სართანია, სოფო ჯოჯუა, ლელა ხარშილაძე.

სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლების წარმატება ახარებთ და მიღწეულს ულოცავენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203