ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დღესასწაულები ღონისძიებით მიულოცეს
09-03-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, წარმტაცი ღონისძიება გაიმართა. ბავშვები აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედის დღე და 8 მარტი.
„ვულოცავ რვა მარტს, შენს არსებობას, უშენოთ მას ხომ არა აქვს ხიბლი.
შენ რომ არ იყო არ იქნებოდა,
რვა მარტი როგორც ქალთა დღის რიცხვი“,- წაიკითხეს მოსწავლეებმა ლექსი და პედაგოგებსა და მშობლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის ადა უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს