თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება
09-03-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 3 მარტი ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და მხიარული აქტივობებით იყო გაჯერებული.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს - დედებს და დამსწრე საზოგადოებას დღე გაულამაზეს.

ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა დედებს მისალოცი ბარათები და საჩუქრები გადასცეს. მოსწავლეების შემოქმედებამ დედებისა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203