თბილისის N219 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
09-03-2023
თბილისის N219 საჯარო სკოლაში დედის და ქალთა დღეები გრანდიოზულად აღინიშნა.

სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, 3 და 8 მარტს შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს.

ზეიმზე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, ფანდურზე დაუკრეს, იმღერეს, სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილებმა საცეკვაო ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიება გაამრავალფეროვნა მისი სპექტაკლმა, რომელიც ბავშვებმა შესანიშნავად გაითამაშეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლის საზოგადოება ღონისძიების თითოეულ მონაწილესა და ხელმძღვანელებს წარმტაცი სანახაობისთვის მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203