
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღე და 8 მარტი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს ორიგინალური წარმოდგენები და აუდიტორიის წინაშე ემოციური მისალოცი მიმართვებით წარდგნენ.
ღონისძიება ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო, წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ემოციების გამოვლენისა და შემოქმედებითი უნარები წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი დღესასწაულები საზეიმოდ აღნიშნეს.
იხილეთ ფოტოები: