
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში დედის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის მე-7ა კლასში (დამრიგებელი-ნინო მოქია) აქტივობა -„ინტერვიუ შვილებთან“ მოეწყო. ბავშვებმა დედები დაახასიათეს. ისაუბრეს, იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მათთვის დედა.
მეშვიდეკლასელებმა დედების მიმართ სიყვარული თბილი და ლამაზი სიტყვებით გამოხატეს.
„დედაშვილურ სიყვარულზე დიდი გრძნობა არ არსებობს, იგი წმინდა და სულისშემძვრელია. ნამდვილად სულის სიღრმიდან მოდის, ურყევი და დაუღალავია ჩვენო საყვარელო დედიკოებო, გილოცავთ! დღეს თქვენი დღეა!“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ვიდეოები: