წარმტაცი საგაზაფხულო ღონისძიება ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში 
08-03-2023

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა დღე შთამბეჭდავი ზეიმით აღინიშნა.

ღონისძიებაზე სკოლის VII კლასმა (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე) დედებს თემატური ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.
აღსანიშნავია რომ ზეიმში მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ და დღე გაამრავალფეროვნეს.

ზეიმზე ბავშვებმა ასევე საცეკვაო ნომრები შესანიშნავად წარმოადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203