კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად აღნიშნეს
08-03-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში დედის და ქალთა საერთაშორისო დღეები მრავალფეროვანი აქტივობით აღინიშნა.

აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით საკლასო აქტივობა - „არასოდეს დამიბერდე დედი, მუდამ, მუდამ, მუდამ უნდა მყავდე“ 1-ელი კლასის დამრიგებელმა ინგა მამუკაშვილმა ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღესასწაულებისადმი მიძღვნილი აქტივობა სახალისო, საინტერესო და მოსწავლეთა უნარების განმავითარებელი იყო. 

„საკლასო აქტივობა მართლაც სიყვარულით და განსაკუთრებული ემოციებით წარიმართა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:     

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203