დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ხუცუბნის საჯარო სკოლაში
08-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა, საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში, ლექსები წაიკითხეს, საინტერესო წარმოდგენები მოაწყვეს, იმღერეს, იცეკვეს და საინტერესო სიმულაციური თამაშები წარმოადგინეს.

ღონისძიებას, მასწავლებლები გუგული კაკალაძე და მარინა თხილაიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მხატვრულად, მუსიკის მასწავლებელმა ეკატერინე ათაბაძემ და მშობელმა მაია ჯინჭარაძემ გააფორმეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან ორიგინალური და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203