საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
08-03-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მათ მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, 6 მარტს სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პედაგოგმა, ნინო ჩიქობავამ მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილი ჩაუტარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ დიდი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს. მათ გაკვეთილზე ასევე იმსჯელეს, თუ რაში გამოადგებათ მათემატიკის ცოდნა და სად გამოიყენებენ მას. ბავშვებმა ასევე რამდენიმე საინტერესო ამოცანა ამოხსნეს და მათემატიკური უნარები გამოავლინეს.

სკოლის წარმომადგენელი გაკვეთილში მონაწილეობისთვის თითოეულ მოსწავლეს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203