ხონის N4 საჯარო სკოლაში დედის დღე ორიგინალურად აღინიშნა
08-03-2023

ხონის N4 საჯარო სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეებმა დედებს დედის დღე ორიგინალურად მიულოცეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშობლებსა და შვილებს შორის გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“, სპორტულ თამაშებში აქტიურად ჩაერთო ორივე გუნდი.

მოწვეულმა ჟიურიმ მონაწილეები პირველი და მეორე ხარისხის დიპლომით და სახალისო მედლებით დაასაჩუქრა.

სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით ჩატარებულმა აქტივობამ გაახალისა მოსწავლეები და კიდევ უფრო აუმაღლა მოტივაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203