ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიეძღვნა
08-03-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მოსწავლეებმა პოეზიის საღამო მიუძღვნეს.
სკოლაში პოეზიის საღამო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელის - შორენა კვირკვიას ფასილიტატორობით გამართეს.
ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
საღამოს დასასრულს კი მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ყვავილები მიართვეს და თითოეული მათგანი დადებითი ემოციებით დამუხტეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს