
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის ანნა გრიგორიანის ხელმძღვანელობით, დედის და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გამართეს.
მათ თემატური პლაკატები და დედის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ასევე დედებზე ლექსები ისწავლეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: