
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დამრიგებელ დალი კინწურაშვილთან ერთად, დედებს 3 მარტი მიულოცეს და ბედნიერი, დადებითი ემოციებით აღსავსე დღე აჩუქეს.
მათ ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ვულოცავთ ამ დღეს ქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს – „დედას“ . დედა ხომ ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა?! გისურვებთ უამრავ ბედნიერ დღეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების ნიჭსა და შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: