საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
08-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ საყვარელ დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, მიართვეს ყვავილები და მისალოცი ბარათები.
ბავშვებმა მშობლებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას პედაგოგები - ეკა მაცაბერიძე და რუსუდან მალანია ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს